Saturday, March 7, 2015

დღე მეცხრე

მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები, იყო ინფორმაციების გაცვლა. ტრენერმა გაგვაცნო მომავლის გეგმები. ძალიან დიდი მადლობა ტრენერ დათო ნოზაძეს და მის გუნდს, ვინც ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგები დაგეგმა მასწავლებლებისათვის



Tuesday, March 3, 2015

დღე მერვე

ძალიან საინტერესო დღე იყო, ჯერ გადავხედეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს მასალებს, შემდეგ ვისწავლეთ ელექტრონული ცხრილების გაკეთება, ექსელის პროგრამაში მუშაობა. ასევე ვისწავლეთ ეკრანის ანაბეჭდის ჩაწერა სურათის სახით.

 ასე ვეხმარებოდით ერთმანეთს

Sunday, March 1, 2015

დღე მეშვიდე

კიდევ ერთხელ განვიხილეთ ვიუერი, გავეცანით მეშვიდე მოდულს, - ფასილიტაცია, მოსწავლეების მიერ კომპიუტერების გამოყენების მართვა, გავეცანით დასრულებული პორტფოლიოს ნიმუშებს, გავეცანით ფოსტის აპლიკაციებს


Sunday, February 22, 2015

დღე მეექვსე

გავიარეთ მოდული 6. განსაკუთრებით მომეწონა ონლაინ თანამშრომლობითი სწავლება და რესურსები pho.to, toondoo.com, powtoon.com, prezi.com, scratch.mit.edu, k12.org, photopeach.com, ge.lefo.net. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ შეფასების განსაზღვრას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის, და საავტორო უფლებების დაცვას.
ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო.




Saturday, February 21, 2015

დღე მეხუთე

ეს საინტერესო დღე იყო, განვიხილეთ მეხუთე მოდელი, შეფასების ჩეკლისტები, ვორდის ფაილში Developer menu-ს გამოყენება, ბლოგზე პრეზენტაციების ატვირთვა

Sunday, February 15, 2015

დღე მეოთხე

ძალიან საინტერესო დღე იყო. კიდევ ერთხელ დავამუშავეთ, როგორ ვიმუშაოთ google დოკუმენტში, ექსელში, პრეზენტაციაში, კითხვარის შედგენაში.
განვიხილეთ მესამე  მოდული, კავშირები და უკუკავშირები, საავტორო უფლებების გამოყენება პროექტის მსვლელობის დროს, ვიმუშავეთ ბლოგებზე. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო





Saturday, February 14, 2015

დღე მესამე

ძალიან საინტერესო დღე იყო, ვისწავლე Google drive-ში მუშაობა (რაც არ ვიცოდი, გავიგე), Publisher-ის გამოყენება. ბლოგზე სურათზე ლინკების დადება, განსაკუთრებით მომეწონა კითხვარის შედგენა, და გუგლის რუკაზე მუშაობა. დიდი მადლობა